ბოლნისის მუნიციპალიტეტის დარბაზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
ექვსი სოფლის მოსახლეობამ 10 მაისს სოფლის მთებში მძიმე ტექნიკის
მუშაობა გააპროტესტა და
მძიმე ტექნიკის მუშაობის შეჩერების თხონით, სახელმწიფო უწყებებს
მიმართა.
როგორც სოფელ დარბაზის მკვიდრი ნაშირ ორდუხანოვი ამბობს, მძიმე
ტექნიკა ტერიტორიაზე აპრილის შუა რიცხვებიდან მუშაობს, თუმცა პროექტის
დაწყებამდე მოსახლეობასთან კონსულტაცია არ გამართულა და
გადაწყვეტილება მათი მონაწილეობის გარეშე მიიღეს.
„თავიდანვე მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს და სხვა
უწყებებს გაგვეგო რა ხდებოდა. ვერავინ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია.
არ იცოდნენ თავადაც და ჩვენ დავიწყეთ ადვოკატირება, გადავწყვიტეთ 6
სოფლის მოსახლეობასთან კრება ჩაგვეტარებინა. 10 მაისს გაიმართთა
შეხვედრა. კრების შემდეგ მივმართეთ ყველა უწყებას მათ შორის
პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ. 500 მდე
ხელმოწერა შევაგროვეთ გუშინ. განცხადებაში მოვითხოვთ შეჩერდეს ეს
სამუშაოები და გავიდეს მძიმე ტექნიკა. ჩვენი დაკვირვებით მანდ მუშაობს
არემჯის ქვედა ჯგუფი თუ არ ვცდები. რომელიც ჯერ კვლევით სამუშაოებს
ატარებს. ემზადებიან სავარაუდოდოდ ახალი საბადოს
გახსნისათვის. „ - ამბობს ნაშირი
ნაშირ ორდუხანოვი გვეუბნება, რომ სამუშაოები გარემოსა და
ადგილობრივების ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენას მოახდენს. კომპანიასთან
მოლაპარაკებას არ აპირებენ და საკითხზე რეაგირებას სახელმწიფო
უწყებებისგან ელოდებიან.
„ჩვენ ვიცით საბადოს გახსნა რამხელა ეკოლოგიურ კატასტროფას
უკავშირდება. ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდება. ამ ზიანის
გამოსწორება შეუძლებელია. არემჯისთან არ ვთანამშრომლობთ, არანაირ
მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, ჩვენ გადავწყვიტეთ სახელმწიფო უწყებებთან
ვითანამშრომლოთ, განვიხილოთ საკითხები, მათ შორის რის საფუძველზე
მუშაობს მძიმე ტექნიკა იქ, აქვთ თუ არა რაიმე ნებართვა. არცერთ საჯარო
წყაროზე არ დევს არანაირი ნებართვა თუ რის საფუძველზე მუშაობენ. როგორ
მუშაობენ ისინი მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე. თუ არ აქვთ
ლიცეზია და უკაონოდ მუშაობენ, აუცილებლად აგებენ პასუხს. „ -
თქვა ნაშირ ორდუხანოვმა.
მოსახლეობის განცხადებით, მძიმე ტექნიკა ბოლო საცხოვრებელ სახლებთან
ახლოს მუშაობს, რაც ადგილობრივების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე
საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.