საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის
142-ე კათოლიკოს
- პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის
ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ
საეკლესიო კრებაზე
აირჩიეს.
როგორც ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია
ჯაფარიძემ შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, „ხმის დამთვლელმა
კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით,
გამჭვირვალედ“.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და
უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა,
რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.