შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ფოთის საქალაქო
სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის
ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთის რკინიგზის სადგურის
ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის
მეშვეობით, დაახლოებით 3 000 ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.
პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად
ამოიღო.
სამართალდამცველები
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და
დაკავების მიზნით აქტიურ საგამოძიებო ღონისძიებებს აგრძელებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.