სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ განცხადება გაავრცელა და
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ შიო III მუჯირს არჩევა მიულოცა.
მისალოც წერილში ნათქვამია:
„გულითადად ვულოცავთ მიტროპოლიტ შიო მუჯირს საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად – პატრიარქად არჩევას.
ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაში ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და
გამძლეობას. გვჯერა, რომ მისი არჩევა ხელს შეუწყობს ტრადიციული
ღირებულებების განმტკიცებას, საზოგადოებრივ ერთიანობასა და ჩვენს
ქვეყანაში მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ჩვენი ქვეყნის ძალა ყოველთვის სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების მქონე
ადამიანებს შორის არსებულ მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს ეფუძნებოდა.
გვჯერა, რომ რელიგიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი
მომავალშიც იქნება საქართველოში სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემისა
და ერთიანობის საფუძველი.
დაე, უზენაესმა შემოქმედმა დაიცვას ჩვენი სამშობლო და მიანიჭოს მას
მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა“.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ
ახალ კათოლიკოს-პატრიარქად შიო III მუჯირი აირჩია.