153.2 მლნ ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - რამდენმა პირმა ისარგებლა
დაგროვებითი პენსიით 31 286-მა პირმა ისარგებლა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის 30 აპრილის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების თანახმად, პენსიის სახით უკვე გაიცა 153.2 მლნ ლარი.

2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.735 მლნ ადამიანს შეადგენს.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის ფონდის აქტივებმა 9.1 მლრდ ლარს,

ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები