საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი იზრდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, 2026 წლის იანვარი - აპრილის მდგომარეობით,
საქართველოდან ექსპორტირებულია 576.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების
აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 14%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელს
უფრო კონკრეტულად, სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ანალოგიურ
პერიოდში ექსპორტირებული იყო 507.7 მლნ აშშ დოლარის
ღირებულების
აგროსასურსათო პროდუქცია.
უწყების ცნობით, ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის (როგორც
პირველადი, ისე გადამუშავებული სახით), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების,
მინერალური და მტკნარი წყლების, დაფნის ფოთლის ექსპორტით.