2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ყოველთვიურ
ხელფასს იღებდნენ, 1 006 550 შეადგინა.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 2026 წლის
თებერვალთან შედარებით 0.6%-ით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით
4.5%-ით არის გაზრდილი.
„2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც
იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.2%-ს შეადგენდა, რაც
2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025
წლის მარტთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული
მაჩვენებელია.
2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400
ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 35.5%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის
თებერვალთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის
მარტთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600
ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის
თებერვალთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის
მარტთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი
მაჩვენებელია“, - ვკითხულობთ კვლევაში.
9 600 ლარზე მეტი ხელფასი მარტში 33 216 ადამიანს
ჰქონდა
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე
წლის მარტში 599-ლარამდე ხელფასი 113 ათასს პირს ჰქონდა, იმ
ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-1199 ლარის ფარგლებში
მერყეობდა 187 ათასს შეადგენდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში 348 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან
2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 358 ათასი ადამიანის თვიური
ანაზღაურება 2400-ლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით,
მარტში 33 216 ადამიანმა აიღო.