საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეები:

  • თურქეთი, ინდოეთი, ეთიოპია, პაკისტანი;
  • კენია, ირანი, ბელარუსი, ეგვიპტე;
  • ტაჯიკეთი, რუსეთი, ერაყი, ზიმბაბვე;
  • აზერბაიჯანი, თურქმენეთი, სომხეთი, სუდანი;
  • უგანდა, უზბეკეთი და სხვა სახელმწიფოები.



ჯამში, ქვეყანა 74-მა პირმა დატოვა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლაზე გარკვეული ვადით აკრძალვა დაუწესდათ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები