შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და
ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით,
დაკავებულთაგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე, ერთ-ერთი
მათგანის კუთვნილი ავტომობილის შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის აკრძალული საშუალება
ამოიღეს. კერძოდ, პოლიციამ ამოიღო
500 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
„პრეგაბალინი“ და 2 კილოგრამამდე გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება
„მარიხუანა“.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული
მუხლები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.