საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა,
გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტში კორუფციული ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია მუნიციპალიტეტის მერის
წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე.
"კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში
დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე", - აღნიშნულია
განცხადებაში.
გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო
მოხელემ, შუამავლის მეშვეობით,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის
მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10
000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით
თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.