საქართველოს ორ ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება
თბილისისა და ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დღეს ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები ფიქსირდება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემების მიხედვით, სამ ქუჩაზე აზოტის დიოქსიდისა (NO₂) და ბენზოლის (C₆H₆) ნორმაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქუჩებს, სადაც აღნიშნული ნივთიერებების გადაჭარბებული მაჩვენებლებია დაფიქსირებული:
  • თბილისი, რუსთაველის გამზ. N6: ჰაერის ხარისხი - ცუდი; მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (NO₂);
  • ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N4-ის მიმდებარედ: ჰაერის ხარისხი - ცუდი; მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (NO₂);
  • ბათუმი, ბაქრაძის ქ. N28, ტერმინალის

    მიმდებარედ: ჰაერის ხარისხი - ცუდი; მომატებულია ბენზოლის მაჩვენებელი (C₆H₆).
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, პორტალზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზე დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ძალიან კარგი ჰაერის ხარისხია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები