თბილისისა და ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დღეს ჰაერის დაბინძურების
მომატებული მაჩვენებლები ფიქსირდება.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემების მიხედვით, სამ
ქუჩაზე აზოტის დიოქსიდისა (NO₂) და ბენზოლის (C₆H₆) ნორმაზე მაღალი
კონცენტრაცია აღინიშნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქუჩებს, სადაც აღნიშნული
ნივთიერებების გადაჭარბებული მაჩვენებლებია დაფიქსირებული:
- თბილისი, რუსთაველის გამზ. N6: ჰაერის ხარისხი - ცუდი;
მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (NO₂);
- ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N4-ის მიმდებარედ: ჰაერის ხარისხი - ცუდი;
მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (NO₂);
- ბათუმი, ბაქრაძის ქ. N28, ტერმინალის მიმდებარედ: ჰაერის ხარისხი
- ცუდი; მომატებულია ბენზოლის მაჩვენებელი (C₆H₆).
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, პორტალზე წარმოდგენილი
მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზე
დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ძალიან კარგი ჰაერის ხარისხია.