წალკის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღების ბრალდებით მერის წარმომადგენელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წალკის მუნიციპალიტეტში კორუფციული ფაქტი გამოავლინა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე საკუთარ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად იყენებდა. კერძოდ, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1 000 ლარი აიღო", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები