მარნეულის მერია გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო განხილვისათვის 700 ბუკლეტი და 300 სამკერდე ნიშანი გამარტივებული წესით შეისყიდა. გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერია 300 ქართულენოვან, 300 აზერბაიჯანულენოვან და 100 სომხურენოვან ბუკლეტს შეისყიდის.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, დაგეგმილია დოკუმენტის საჯარო განხილვა, რაც ითვალისწინებს საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინფორმირებულობის ამაღლებას.
აღნიშნული პროცესის ეფექტიანად

წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება, რომელიც მოსახლეობას გააცნობს სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებს“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მოხსენებითი ბარათის მიხედვით, საჯარო განხილვის ეფექტიანი ორგანიზების მიზნით, დამატებით საჭიროა 300 ცალი დაბეჭდილი ბეიჯები თასმით, რაც უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზებულ გარემოში ჩატარებას.

მარნეულის მერიამ ბუკლეტები და სამკერდე ნიშნებში ინდივიდუალური მეწარმე აკრემ გახრამანოვისაგან 1 290 ლარად შეისყიდა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვის გამართვის დრო უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები