წალკაში ყინულის მოედნის მოწყობა იგეგმება
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ წალკაში, სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას გეგმავს. წალკის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სხვა სამუშაოებთან ერთად, დაგეგმილია ყინულის მოედნის მოწყობაც.

სატენდერო წინადადების მიხედვით, სკვერის საერთო ფართობი 2 000 კვ.მ იქნება, სადაც მოეწყობა საქანელები და დასაჯდომები, გარე სავარჯიშო და სასრიალო ატრაქციონები. ყინულის მოედნის ფართობი 800 კვ.მ იქნება.

წალკის მერია ყიდნულის მოედნისა და

სკვერის კეთილმოწყობას 1 262 490 ლარად გეგმავს. თანხის 53% ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო 47% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 22-დან 27 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები