2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.132 მლრდ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე
1.7 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული
სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 2.439 მლრდ. აშშ
დოლარი იყო (გაიზარდა 21.1 პროცენტით),
ხოლო იმპორტმა 5.692 მლრდ. აშშ
დოლარი (შემცირდა 4.9 %-ით) შეადგინა.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, უარყოფითმა
სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში 3.252 მლრდ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.