წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის ტერიტორიებზე ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება
პარლამენტმა „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.

როგორც სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა, კანონპროექტის მიღების შედეგად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.

როდის შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია

„ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას, ეკოსისტემების აღდგენას. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას ამ არეალში“, - აღნიშნა ზურაბ ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ვადებს, კანონპროექტის თანახმად ცვლილებების ძალაში შესვლა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან არის გათვალისწინებული.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები