ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოს საზღვარი იმ დროს გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.

ამჟამად დაკავებულების მ

იმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები