შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ხაშურის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის,
იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში
ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. ასევე, მეუღლის მიმართ ცივი
იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა და
იძულებას მიმართა, რის შემდეგაც
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11
პრიმა 150-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.