შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის,
სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე
უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად
ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით
დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებები — „გამომშრალი მარიხუანა“, „კოკაინი“ და
„მეთადონი“.
ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ასევე
ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ვაზნები.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ
ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და
260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.