გარდაბანი–რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა
გარდაბანი–რუსთავის ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოტანიკასთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა.

როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების

ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


გარეკანის ფოტო: სამირა ბაირამოვა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები