დღეს, 14 მაისს, მარნეულში შუახნის ასაკის კაცი შეუძლოდ გახდა და
გარდაიცვალა.
რადიო “მარნეულს” შემთხვევის თვითმხილველებმა უთხრეს, რომ დაახლოებით
60 წლის კაცი ტროტუარზე
გადაადგილების დროს შრუძლოდ გახდა და ადგილზე
გარდაიცვალა.
შემთხვევა ქალაქ მარნეულში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა.
შსს-ში რადიო მარნეულს განუცხადეს რომ პირველადი დათვალიერებით
გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. უწყების ცნობით,
ჩატარდება შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა.