მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა.
1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 703 დოლარი გახდა, რაც დღიურ
ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.09%-იან მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 87.46
დოლარია (კვირის დასაწყისში 80 დოლარი), რაც ერთდღიან ჭრილში 1.23%-ით
დაკლებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს
ფასი საქართველოში 411 ლარი ღირს, 750 სინჯის - 308 ლარი, ხოლო
585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 240 ლარი ღირს.
რაც
შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.858 ლარი ღირს, ხოლო 800
სინჯის ძვირფასი ლითონი 6.28 ლარი ღირს.