მარნეულის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგიტრაციის მესამე ეტაპი
15 მაისს დაიწყება.
სწორედ მესამე ეტაპზე რეგისტრირდება პირველკლასელთა უმრავლესობა.
როგორც რადიო “მარნეულის” ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა,
ირმა დავაძემ განუცხადა, წელს მარნეულში დაახლოებით 2000-მდე
პირველკლასელთა მიღების მოლოდინი აქვთ როგორც კერძო სკოლებში, ასევე
საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა და 2 კერძო სკოლა
ფუნქციონირებს.
III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15
მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;
რეგისტრაცია განხორციელდება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე
registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი.
საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის
27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი
წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი
წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე
ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს,
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და
საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის
შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ
ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ
ენაზე).
გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი