შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ქალაქ გორში მოქალაქეს ცივი იარაღით
მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი
სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის
ჩამდენი
პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს
და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.