შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის
მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების
თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების
უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტში ბრალდებულის
ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 155 აბი
ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.