ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო

აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები