შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და
ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები
სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, ხოლო ზოგმა მათგანმა
საქართველო-თურქეთის
სახელმწიფო საზღვარი ჯგუფურად უკანონოდ
გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.