ყაზბეგის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტისა და დიდი ოდენობით თანხის აღმოჩენის 2 ფაქტი აღიკვეთა
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს და აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს — ჯამში 620 კოლოფი სიგარეტი და 6 მილიონი რუსული რუბლი.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით 215

910 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ერთ მოქალაქეს სანქციის სახით ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, ხოლო მეორე მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები