თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული თბილისი-ში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სხვადასხვა ნივთს დაეუფლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები