საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი
სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს
თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების
ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული 2023 წლის ივნისიდან 2025 წლის
აგვისტომდე პერიოდში დაზარალებულებს არწმუნებდა, რომ თითქოს
ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და მათ დიდ ოდენობით ინვესტიციებს
სთავაზობდა. შედეგად, მან
დაზარალებულებისგან ჯამში 351 421 ლარი
მიიღო, რომელიც მოტყუებით მიითვისა და პირადი მიზნებისთვის
გამოიყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.