საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში
ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტი-ში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს
მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის
ჩადენის იარაღი — დანა —
ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.