განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური-ს მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების

შედეგად, ჯამში 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი მედიკამენტი იქნა აღმოჩენილი.

გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები