საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით,
გადაწყვეტილება ბოლო დღეებში, სხვადასხვა დანაყოფთან მჭიდრო
კოორდინაციით ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების
შედეგად იქნა
მიღებული.
ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან აზერბაიჯანის, თურქეთის, ინდოეთის,
თურქმენეთის, პაკისტანის, ბელარუსის, რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების
მოქალაქეები.
სამინისტროს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ
პირებს საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა დაუწესდათ.