დედაქალაქში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირია დაკავებული.
ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ბრალდებულები დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და
რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე აიყვანეს.
სამართალდამცველებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის
შედეგად, ნივთმტკიცების სახით, გასაყიდად გამზადებული
80 შეკვრა
გამომშრალი „მარიხუანა“ და დაფასოებისთვის საჭირო მასალები
ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 10 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.