ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში თურქეთის

რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

აღნიშნული პირი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებული მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები