შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების
უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი
სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ მცხეთის
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს
მას თავისუფლება და დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით
ფიზიკურად
იძალადეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და
143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 12 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.