თერჯოლაში გოჭების უკანონო სასაკლაო გამოავლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის, რ. ქ.-ის გოჭების სასაკლაო შეამოწმეს. სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების

შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

ამასთანავე, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა. გამოვლენილი დარღვევების გამო, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები