ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, უგანდის, უზბეკეთის, ეგვიპტის, პაკისტანის,

ჩინეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ბანგლადეშის, ერაყის, კენიის, სუდანის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.

უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები