შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“
მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა
პოლიეთილენის
პარკში შეფუთული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება —
გამომშრალი „მარიხუანა“ — ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.