სასაზღვრო სექტორთან „მაწიმა“ ნარკოტიკის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა პოლიეთილენის

პარკში შეფუთული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება — გამომშრალი „მარიხუანა“ — ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები