საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ
გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება
წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში,
ბრალდებულმა 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე
ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული
საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად
გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის
განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივნისს დააკავეს. მას ბრალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და
„კ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ
ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით,
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით,
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ
ვადაში მიმართავს.