სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა
ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ
ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო
აღიარების გარეშე
აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და
დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების წესიც.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს
საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათი
დაილუქა.