კახეთში იარაღისა და საბრძოლო მასალის საქმეზე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ნარკოტიკული საშუალება — მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები