ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 16 წლის

ბიჭი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები