ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა
„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე
საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო
საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული 409
კოლოფი
არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, კანონდამრღვევი მოქალაქე უაქციზო სიგარეტის
შემოტანას მიკროავტობუსის სხვადასხვა ადგილას წინასწარ მოწყობილი
სამალავების გამოყენებით ცდილობდა.
საქმეზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.