2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული
ბინების რაოდენობამ 3 641 შეადგინა.
ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა
და 1 857 შეადგინა (2026 წლის 4 თვეში +15.4% წ/წ), ხოლო პირველად
ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები
ახდენს, წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1 784 შეადგინა (2026
წლის 4
თვეში +13.7% წ/წ).
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული ჯამურად, 2026 წლის
იანვარ-აპრილში თბილისში სულ 14 548 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და
გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+22.4%
წ/წ).
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, დედაქალაქის
ბინების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს. უფრო
კონკრეტულად, უძრავი ქონების გაყიდვების 75% მოდიოდა საქართველოს
მოქალაქეებზე; 11% - ისრაელის; 3% - რუსეთის, ხოლო 11% სხვა ქვეყნის
მოქალაქეებზე.