შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის
ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს
დააკავეს, როდესაც ის ყალბი
დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.