შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა
და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე
პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები
პუნქტის ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის
შემოწმებისას,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება — 1 400 აბი
„პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.