მიგრაციის დეპარტამენტმა 84 უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ჩინეთის,

ეგვიპტის, აზერბაიჯანის, კენიის, რუსეთის, ნიგერიის, ერაყის, კუბის, ლიბანის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომალის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.

ჯამში გაძევებულთა რაოდენობა 84 ადამიანს შეადგენს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები